ემიგრანტი შველას ითხოვს

ამერიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, ემიგრანტი მ.ს. შველას ითხოვს. როგორც ქალბატონი აცხადებს, ის ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლია და წლებია ეს გრძელდება. მისი განცხადებით, საუბარია ე.წ. ფაბრიკაზე, რომელიც სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამებით ადამიანებზე ზემოქმედებას ახდენს და სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებს.

მისი მტკიცებით, ის წლებია ექსპერიმენტისთვის ჰყავთ „გამოჭერილი“ და სხვადასხვა პროგრამებით აშანტაჟებენ. საქმეში ჩართულია როგორ ამერიკელი, ისე ქართველი ადვოკატი.

11:30 საათზე, ქართველი ადვოკატი „მედიაცენრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს და პრობლემაზე დაწვრილებით ისაუბრებს.

მსგავსი თემები