გარდაცვლილებს შორის არიან ჟურნალისტები, მეხანძრეები და ექიმები

თურქეთში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. სულ დაღუპულია 16 ადამიანი, დაშავებულია 29.

დაღუპულებს შორისაა: 2 ჟურნალისტი, 4 სამედიცინო პერსონალი და 3 მეხანძრე-მაშველი. ავარია გუშინ, მარდინის პროვინციაში მოხდა. სატვირთო მანქანა მსუბუქ ავტომობილებს დაეჯახა და ამოტრიალდა. ამავე პერიმეტრზე,  საპირისპირო გზიდან მომავალი სატვირთო ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების მანქანას დაეჯახა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.

მეორე ავარია კი გაზიანთეფის პროვინციაში მოხდა, სადაც სააგენტო „იჰლასის“ სატრანსპორტო საშუალებას სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა. სწორედ აქ დაიღუპნენ მაშველები, ჟურნალისტები და მედიკოსები.

უმძიმესი ავარია თურქეთში, არიან დაღუპულები

 

მსგავსი თემები