პატიმარმა ბადრაგს იარაღი ამოაცალა, ჰაერში გაისროლა და შემდეგ თავში ისროლა

28 წლის გურამ სვანიძის ოჯახის წევრებმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახური დატოვეს. მათ ის ვიდეომასალა გააცნეს, სადაც ჩანს, როგორ ართმევს პატიმარი ბადრაგს იარაღს და ისვრის.

როგორც პატიმრის ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვიდეო-ჩანაწერების მიხედვით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საბადრაგო სამსახურის თანამშრომელს იარაღი ამოაცალა, ჯერ ორჯერ უმისამართოდ გაისროლა, შემდეგ კი სხვა ოთახში გავიდა და თავში ისროლა.

“როგორც განმარტავენ, იცვლება სმენა, გურამ სვანიძე დგას კარებში. აქ მოძრაობს საბადრაგო სამსახურის 4-5 თანამშრომელი, ერთ-ერთი მივიდა და იარაღიანი მხარით დაახლოებით 1 მეტრში გაუჩერდა. ფაქტობრივად საშუალება მისცა, იარაღი ამოეღო. ამის შემდეგ სვანიძე იღებს იარაღს. თანამშრომელი გაიქცა. როდესაც “კაბურას” ხსნიდა, თანამშრომელს შეეძლო დაეჭირა, მაგრამ ეტყობა, დაიბნა. გურამ სვანიძე ორჯერ ისვრის, ოღონდ არავის თავს არ დასხმია. ვინმესთვის არ უსვრია. შედის ცალკე კამერაში, სადაც თავში ისროლა”, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით,  საბადრაგო სამსახურის დაუდევრობა და სამსახურეობრივი გულგრილობა სახეზეა.

„რატომ დაუდგა ასე, რატომ მისცეს საშუალება რომ იარაღი აეღო. ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ. საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების დაუდევრობაა. მათი დაუდევრობა რომ არა, იარაღი არ ჩაუვარდებოდა და ეს არ მოხდებოდა”, – განაცხადა ზურაბ როსტიაშვილმა.

 

მსგავსი თემები