დაჭრილი პატიმრის ოჯახის წევრები 28 წლის ბიჭის ისრაელში გადაყვანას ითხოვენ

ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და ოპერაციის შემდეგ არაფერი შეცვლილა.

„არაფერი შეცვლილა. ზუსტად იგივე მდგომარეობაა. გვაქვს ინფორმაცია, რომ შეიძლება მისი გადარჩენა, არის შანსი, რომ ისრაელში გადავიყვანო ბავშვი. ყველას ვთხოვ, ვისი ბრალიც არის, ვისიც არ არის, ვისაც ეხება სასჯელთაღსრულება,  მომეხმარონ და გადამაყვანინონგადამარჩენინონ ბავშვი. გვინდა მისი ისრაელში გადაყვანა“, – აცხადებს  დაჭრილი პატიმრის დედა ნათია შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ, გავრცელებული ვერსიით, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში  პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა.  ახალგაზრდა მამაკაცი კი იმიტომ დააკავეს, რომ მანქანაში საწვავი ჩაასხა და ფული არ გადაიხადა.

28 წლის დაჭრილი პატიმრის ოჯახის საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს ხვდება, მდგომარეობა კრიტიკულია

მსგავსი თემები