,,აბსურდია, მისთვის არ დამირეკავს და არ დავმუქრებივარ”- გომელაური გოგაშვილზე

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ბრალდებებს უარყოფს. მინისტრის თქმით, გოგაშვილისთვის არ დაურეკავს და  არ დამუქრებია.

,,აბსურდია, მისთვის არ დამირეკავს და არ დავმუქრებივარ. მტრის ოჯახსაც პატივს ვცემ და მით უმეტეს, ოჯახის ამოწყვეტით არავის დავემუქრებოდი. ეს არის სრული აბსურდი. გული მწყდება მასზე. მე დავაწინაურე, თითქმის 3 წელი იყო ჩემი მოადგილე. ის იყო ჩემი და ჩემი ოჯახის ახლობელი და თურმე 3 წელი კომპრომანტებს აგროვებდა ჩემზე. ის არაერთხელ დამიცვია გუნდისგან, რომ არ გაეთავისუფლებინათ. რაც შემეძლო, ყველაფერი გავუკეთე, არაფერს წარმოადგენდა და ჩემით მიაღწია ყველაფერს. მისმა მოქმედებებმა სადამდე მიიყვანა ის, კი ხედავთ. გოგაშვილი არ ყოფილა პანკისში. არ გაცემულა ასეთი ბრძანება, სპეცრაზმს მე ვხელმძღვანელობდი კი, მაგრამ მას ჰყავდა თავისი მეთაური”, – განაცხადა გომელაურმა.

,,თუ არ გავჩუმდებოდი და რასაც მეტყოდნენ იმას არ გავაკეთებდი, მე გამანადგურებდნენ და ოჯახს ამომიწყვეტდნენ”- სოსო გოგაშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები