ძლიერ შტორმს ევროპის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში 13 ადამიანი ემსხვერპლა

ძლიერმა შტორმმა ცენტრალური და სამხრეთ ევროპის ტერიტორიები დააზარალა, რის შედეგადაც სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის სამი ბავშვია. დაღუპულთა უმეტესობა ხეების წაქცევას ემსხვერპლა. ფატალური შემთხვევები დაფიქსირდა იტალიაში, ავსტრიაში და საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე.

კორსიკაზე, ქარმა ხეები მოგლიჯა და სახლები დააზიანა. გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულზე 6 ადამიანი, მათ შორის 13 წლის გოგონა დაიღუპა. დაშავდა ათობით ადამიანი.

ავსტრიაში კარინთიის ტბის მახლობლად ხის წაქცევას ორი გოგონა ემსხვერპლა. სამი ადამიანი მოგლეჯილ ხეებს ემსხვერპლა ქვემო ავსტრიის პროვინციაში.

ამასთან, იტალიაში, ტოსკანის რეგიონში ქალი და მამაკაცი დაიღუპა.

მსგავსი თემები