ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში – დაიღუპა ერთი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევას ხობში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ხობი-ფოთის დამაკავშირებელი გზის შუა ქვალონის მონაკვეთზე  ერთმანეთს ორი  მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა 50 წლის ქალი. ორი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სენაკისა და ხობის კლინიკებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი თემები