ჯო ბაიდენმა ინფლაციის შემცირების კანონპროექტს მოაწერა ხელი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ინფლაციის შემცირების კანონპროექტს.

„ინფლაციის შემცირების აქტი“ ნახშირბადის გამონაბოლქვის შესამცირებლად და ჯანმრთელობის დაზღვევის სუბსიდიებისთვის 430 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს გამოყოფს. დანარჩენი თანხა კი, ფედერალური დეფიციტის შემცირებას მოხმარდება.

აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებასა და ჯანდაცვის ხარჯებთან ბრძოლას, ასევე, გადასახადების გაზრდას ძირითადად მდიდარი მოსახლეობისთვის.

მსგავსი თემები