,,დასახული მიზნების მისაღწევად უკრაინაში არ არის საჭირო ბირთვული იარაღის გამოყენება”- სერგეი შოიგუ

,,დასახული მიზნების მისაღწევად უკრაინაში არ არის საჭირო ბირთვული იარაღის გამოყენება”, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მოსკოვში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

„მედიაში ვრცელდება სპეკულაციები სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის ან ქიმიური იარაღის გამოყენების მზადყოფნის შესახებ. მთელი ეს ინფორმაციული შიგთავსი აბსოლუტური სიცრუეა. სამხედრო თვალსაზრისით, დასახული მიზნების მისაღწევად უკრაინაში არ არის საჭირო ბირთვული იარაღის გამოყენება. რუსული ბირთვული იარაღის მთავარი მიზანი ბირთვული თავდასხმის შეკავებაა“, – აღნიშნა შოიგუმ.

მსგავსი თემები