,,სააკაშვილი პოლიტიკაში იქნება თუ არა ჩართული, ეს საქართველოს კანონმდებლობას ვერ შეცვლის”- არჩილ თალაკვაძე

,,პატიმრობაში მყოფი პირი არის თუ არა ჩართული პოლიტიკაში, ეს არავითარ კავშირშია და ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს პატიმრობაზე,”-  ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, სააკაშვილი პოლიტიკაში იქნება თუ არა ჩართული, ეს საქართველოს კანონმდებლობას ვერ შეცვლის.

„მიხეილ სააკაშვილი უკვე არის შემაფერხებელი ფაქტორი არა მხოლოდ ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელთაც ის პოლიტიკურად აშანტაჟებდა, თუნდაც გავიხსენოთ შვიდთვიანი საპარლამენტო ბოიკოტის პროცესი, არამედ საკუთარი პარტიისთვისაც, სადაც ის მცდელობები იყო, რომ პოლიტიკა განახლებულიყო, მაგრამ სააკაშვილის გამო პარტია ვერ ახერხებდა განახლებას და ახალი დღის წესრიგის ჩამოყალიბებას. როგორც ჩანს, დღეს ეს დისკუსია ისევ აქტუალურია და ამაზე დისკუსია „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით აქტიურად მიმდინარეობს. ეს არის სტრატეგია თუ ტაქტიკა, რაც ადვოკატებმა თქვეს, ეს არის ამის გამოძახილი. სააკაშვილი პოლიტიკაში იქნება თუ არა ჩართული, ეს საქართველოს კანონმდებლობას ვერ შეცვლის და პასუხს აგებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არა იმ წესით, პოლიტიკიდან დისტანცირებას როდის გადაწყვეტს. რა პოლიტიკური დღის წესრიგიც არ უნდა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიას და რა პოლიტიკური ხედვაც არ უნდა იყოს პიროვნულ დონეზე, მთავარია, კანონის უზენაესობის პრინციპი და აქედან ნებისმიერი გადახვევა ვერ მოემსახურება პოლარიზაციის შემცირებას, რადგან ვნახეთ, თუ როგორ გამოიყენა რადიკალურმა ოპოზიციურმა ბანაკმა გადაწყვეტილებები. მათ პოლარიზაცია პირიქით გაზარდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები