20 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და მკვლელობას ინანიებს

20 წლის მირიან კუკავა ცხვარიჭამიაში, მეგობრის დაბადების დღეზე მოკლეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ინანიებს კიდეც. ამ წუთებში,  დავით ჯიჯეიშვილი მცხეთაში გადაიყვანეს, სადაც სასამართლო პროცესი იმართება, მოსამართლემ მისი პატიმრობის საკითხი უნდა განსაზღვროს.

„გულწრფელად ვინანიებ ჩემს მიერ ჩადენილ ბრალეულ ქმედებას, რასაც მოჰყვა მირიან კუკავას გარდაცვალება. აღნიშნული ბრალეული ქმედება ჩავიდინე 2022 წლის 28 ივლისს მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში ქეთათო არაბულის წვეულებაზე“  – ასეთი აღიარებითი ჩვენება მისცა ბრალდებულმა გამოძიება.

ბრალდებული იმასაც ამბობს, რომ ის მოკლულ პირს საერთოდ არც იცნობდა,

წვეულებამდე მე არ ვიცნობდი მირიან კუკავას და მასთან არანაირი შეხება და გადაკვეთა არ მქონია.  მისი სახელი და გვარი ჩემთვის ცნობილი გახდა მომხდარი ინცინდენტის შემდეგ“ – აცხადებს ბრალდებული.

შეგახსენებთ, რომ დაბადების დღის წვეულება 20 წლის ბიჭის მკვლელობით დასრულდა. მკვლელობის საქმეზე სულ 8 პირია დაკავებული.

 

მსგავსი თემები