პარაპლანის პილოტისთვის სერთიფიკატი სავალდებულო არ არის, არც გადასახადების გადახდა, არც სხვა რეგულაციები მოეთხოვება

„ის, რაც გუდაურში ხდება, სპორტიდან საკმაოდ შორსაა. ვფიქრობ, რეგულაციების შემუშავებაში ჩართული უნდა იყოს განათლების სამინისტრო, მთის კურორტების განვითარების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სამოქალქო ავიაციის სააგენტო, სპორტის სამინისტრო“ – აცხადებს  მედიაცენტრ მთავართანპარაგლაიდინგის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი კაპანაძე.

მისი თქმით, ფედერაციამ გარკვეული კრიტერიუმები და წესები შეიმუშავა, თუმცა, რადგანაც მას ოფიციალური სახე არ მიეცა და კანონმდებლობაში არ აისახა, ყველაფერი ჰაერში დარჩა.

„რეგულაციები რომ შემოვიღოთ, საჭიროა ამ უწყებებიდან დაინტერესებული პირების ერთიანად დაჯდომა, მოსაზრებამდე მისვლა და მერე ამ მოსაზრების რეალურ ცხოვრებაში გატარების პოვნა. ეს ჩვენ გავაკეთეთ 7 წლის წინ, მაგრამ, რადგანაც სავალდებულო არ არის, ყველა პილოტმა თქვა თავი დაგვანებე, ჩვენ როგორც გვინდა ისე ვიფრენთო. ანუ, დღეს სავალდებულო არ არის, თქვენ გქონდეთ პილოტის რაიმე სერთიფიკატი; სავალდებულო არ არის,  იყოთ გადასახადის გადამხდელი. კანონი არ წერს ამას და არ ითხოვს არაფერს. ტაქსით რომ მგზავრობთ, ხომ დარწმუნებული ხართ რომ მას მართვის მოწმობა აქვს და ეჭვიც არ გეპარებათ. თუ მსგავსი დოკუმენტის შექმნაზე იქნება საუბარი, კი ბატონო, ჩვენ გვაქვს მსგავსი გამოცდილება“ – აღნიშნა პარაპლანის პილოტმა „მედიაცენტრ მთავართან“.

კითხვაზე, მაგალითად, მე მინდა ამ ბიზნესში ჩართვა და ფულის შოვნა. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ადგილობრივებთან დავალაგო სიტუაცია და მორჩა? პასუხი შემდეგია: „ასე ერთმნიშვნელოვნადაც არ არის. იქ ემპირიული გამოცდილება დიდია, რადგან ბევრი ფრენაა. თუ კარგი პილოტი გყავს, ის კარგი შემოსავლის შემომტანია. თუ ვინმე ახალი მოვიდა, ვინც თავს მარტო იმით მაწონებს, რომ ახალი ფრთა აქვს, ვეტყვი, რომ ივარჯიშოს და ვნახოთ“ – განაცხადა ირაკლი კაპანაძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

 

 

 

 

მსგავსი თემები