მიანმარში ოთხი აქტივისტი სიკვდილით დასაჯეს

მიანმარში ოთხი აქტივისტი სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის ერთ-ერთი დეპუტატია.

მსჯავრდებულებს ტერორისტული აქტების განხორციელებაში სდებდნენ ბრალს. სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, რის გამოც უფლებადამცველი ჯგუფები პროცესს აკრიტიკებენ.

ცნობისთვის, მიანმარში სიკვდილით დასჯა 1988 წლის შემდეგ პირველად განხორციელდა.

მსგავსი თემები