,,ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკრაინისთვის 1,59 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), უკრაინის დასახმარებლად 1,59 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული დახმარება ელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის აღდგენასა და სერვისების განახლებას.

,,ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერით, უკრაინისთვის 1,59 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. ეს ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის აღდგენასა და სერვისების განახლებას და მხარს დაუჭერს ენერგეტიკას, ტრანსპორტსა და სამომავლო საგანმანათლებლო პროგრამებს”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაინმა.

მსგავსი თემები