მიანმარში ოთხი აქტივისტი სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის ერთ-ერთი დეპუტატია.
მსჯავრდებულებს ტერორისტული აქტების განხორციელებაში სდებდნენ ბრალს. სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, რის გამოც უფლებადამცველი ჯგუფები პროცესს აკრიტიკებენ.
ცნობისთვის, მიანმარში სიკვდილით დასჯა 1988 წლის შემდეგ პირველად განხორციელდა.