პუტინის გადაწყვეტილებას, უკრაინელებისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე, უკრაინა აკრიტიკებს

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, უკრაინელებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება მარტივდება. აღნიშნულს უკრაინა ტერიტორიული მთლიანობის მორიგ ხელყოფად აფასებს და დარწმუნებულია, რომ უკრაინელები რუსეთის მოქალაქეები არ გახდებიან.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის  პრეზიდენტის 2022 წლის 11 ივლისის ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის ყველა მოქალაქისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებულ პროცედურას. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგი ხელყოფაა, რომელიც შეუთავსებელია საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და პრინციპებთან”, – აცხადებენ  უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

პუტინის გადაწყვეტილებით კი, უკრაინის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ან უკრაინის ტერიტორიაზე, უფლება აქვთ მოითხოვონ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა გამარტივებული წესით.

მსგავსი თემები