საქართველო გუშინ მიწისძვრის კუთხით აქტიური იყო, ერთმანეთის მიყოლებით, 5 ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო მიწისძვრა შედარებით სუსტი იყო და 3.7 მაგნიტუდა შეადგინა. ის საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა და 23:03 საათზე დაფიქსირდა.