„მოვემზადოთ რუსული გაზის სრული გათიშვისთვის“ – საფრანგეთი ემზადება

საფრანგეთი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საჭიროებაზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შესამცირებელია.

საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ეს ყველა ქვეყანამ უნდა გააკეთოს.

„უნდა მოვემზადოთ რუსული გაზის სრული გათიშვისთვის. ამისთვის საჭიროა დავაჩქაროთ  ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, დავაჩქაროთ მარაგების შევსება, სწრაფად ავაშენოთ LNG-ის მწარმოებელი ქარხანა  და ვაიძულოთ საკუთარი თავი, შევწყვიტოთ ორი ან სამი წლის ხარჯვა იმის კეთებაზე, რისთვისაც სხვა ერებს ექვსი თვე სჭირდებათ“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთთან ერთად, რუსული ენერგომატარებლების შემცირებაზე გერმანია და ევროპის სხვა ქვეყნებიც მუშაობენ.

მსგავსი თემები