ისტორიული გამარჯვება – საქართველომ იტალია დაამარცხა

​რაგბში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს რაგბის ნაკრებმა ბათუმის „არენაზე“ იტალიის ნაკრებს უმასპინძლა  28:19-ის წინააღმდეგ დაამარცხა.

„ბორჯღალოსნებმა“ იტალიელების წინააღმდეგ სულ ოთხჯერ ითამაშეს და ყველა თამაშზე დამარცხდნენ. ეს იყო პირველი გამარჯვება იტალიის ნაკრებთან.

განსაკუთრებულად ითამაშეს დავით ნინიაშვილმა, ვასილ ლობჟანიძემ და სანდრო თოდუამ.

საქართველოს ნაკრებმა, ისტორიაში პირველად, ტიერ პირველის წარმომადგენელი დაამარცხა და 6 ერის ტურნირზე შესასვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

 

 

მსგავსი თემები