„საქართველო ადრე მოწინავე იყო, ახლა კი არასწორი მიმართულება აქვს აღებული“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი  ვიოლა ფონ კრამონი საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოს არასწორი მიმართულება აქვს აღებული.    

ვილა ფონ კრამონის შეფასებით,  საქართველოს,  ჯერ კიდევ აქვს პრობლემა.

„რაც შეეხება საქართველოს, მას აქვს პრობლემა. წარსულში, ის ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმებში, კორუფციასთან ბრძოლაში, საზოგადოების განვითარებაში, მაგრამ, ახლა, მათ არასწორი მიმართულება აქვთ აღებული. ბზარების ამოვსების ნაცვლად, ისინი ამ ბზარს აფართოებდნენ და ურთულებდნენ ევროპულ საბჭოს გადაწყვეტილებას, მიენიჭებინათ მათთვის იგივე სტატუსი, რაც უკრაინას და მოლდოვას. სამართლიანია მხოლოდ შემდეგი – თავდაპირველად შეასრულეთ „საშინაო დავალება“ და მხოლოდ შემდეგ მოგანიჭებთ იმ სტატუსს, რომელიც დანარჩენ ორ ქვეყანას მივეცით“, – აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.

 

მსგავსი თემები