“რეფორმა მთლიანად ჩამოკიდებულია „ჭკვიან კამერებზე“ – ავარიული ავტომანქანების პრობლემა 

„ჭკვიანი კამერების მეშვეობით მძღოლები ტექინსპექტრების გაუვლელობაზე ხშირად არ ჯარიმდებიან. ჯარიმა იმდენად დაბალია – 50 ლარი, მძღოლებს ურჩევნიათ იარონ გაუმართავი ავტომობილებით და გადაიხადონ ჯარიმა“ – აღნიშნა „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე, ვაჟა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან.“

მისი შეფასებით, რეფორმა მთლიანად ჩამოკიდებულია „ჭკვიან კამერებზე“.

„მილიონ ნახევარია აქტიური რეგისტრაციის მქონე სატრანსპორტო საშუალება ქვეყანაში. აქედან ტექინსპექტირებას გადის ნახევარი. დასკვნის გამოტანა მარტივია. ეს ის სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც საშიშია. შეიძლება 60 ლარის გადახდა უჭირთ მძღოლებს, თუმცა, წელიწადში ერთჯერადადაა ეს თანხა გადასახდელი“ – აღნიშნა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

კითხვაზე, სად გვაქვს პრობლემა – აღსრულების ნაწილში თუ საკანონმდებლო ნაწილში, შემდეგი პასუხი მივიღეთ:

„ფაქტია, რომ გზებზე ვერ ვხედავთ საპატრულო ეკიპაჟის მიერ გაჩერებულ ავტომანქანებს, რომელიც მოწმდებოდეს ტექინსპექტირების გაუვლელობაზე. რეფორმა მთლიანად ჩამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ჭკვიან კამერებზე. ჭკვიანი კამერებიც ვერ მუშაობს გამართულად. როგორც ჩანს საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები“.

მსგავსი თემები