“ის ყველაფერს იტყუება, მანუკიანმა იხულიგნა” –  ენზელ მკოიანი

  •  

საქართველოს პარლამენტის წევრი და 2020-ის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ენზელ მკოიანი „ქართული ოცნების“ კანდიდატთან დაპირისპირებას გამორიცხავს და ამბობს, რომ ის ყველაფერს იტყუება.  

როგორც მკოიანი განმარტავს, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სამველ მანუკიანი ტყუილების მიზეზი მასთან კონკურენციაა და სხვა არაფერი.

“ის ყველაფერს იტყუება, ერთ-ერთი სოფლის რესტორანში იყო. მანუკიანმა იხულიგნა, დათვრა. იქ ჩემი არც ერთი აქტივისტი არ ყოფილა. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა. ცოტა ხნის შემდეგ გავიგე, ჩხუბის შესახებ. რატომ მაბრალებს ამ ყველაფერს არ ვიცი, სავარაუდოდ ჩვენი კონკურენციის ბრალია. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩემი ხალხი შემთხვევის ადგილას საერთოდ არ ყოფილა. მანუკიანი არაკაცურად იქცევა და ყველაფერს იტყუება. მე ვმუშაობ ხალხთან, მთელი დღის განმავლობაში მაქვს აქტიური შეხვედრები და არც მანუკიანისთვის მცალია და არც მის მიერ მოგონილი ვითომ დაპირისპირებისთვის“ – აცხადებს ენზელ მკოიანი.   

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში. “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სამველ მანუკიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ პატარა სამსარში მას ენზელ მკოიანის მხარდამჭერთან ინციდენტი მოუვიდა, რის შემდეგაც ის კლინიკაში მოხვდა. დეპუტატობის კანდიდატი საავადმყოფოდან მალევე გაწერეს.

მსგავსი თემები