შესაძლოა, ქალაქში ავტომანქანის ხილული კვამლი დაჯარიმებას დაექვემდებაროს

საქართველოში ტექნიკურად გაუმართავი ავტომანქანების რიცხვი 600 000-ზე მეტია. ეს ის ავტომანქანებია, რომლებსაც ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ აქვთ, თუმცა, თავისუფლად გადაადგილდებიან.

პარლამენტში უკვე შევიდა კანონპროექტი, რომელიც იმ ტრანსპორტის დაჯარიმებას ითვალისწინებს, რომლის გაუმართაობაც თვალხილულია.

„პარლამენტში შესაბამის კანონპროექტი შევიდა, რომელიც ითვალისწინებს ხილული კვამლის შემთხვვაში ავტომანქანის გაჩერებას, შემოწმებას და დაჯარიმებას. ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვინაიდან თუ ტექინსპექტირებაზე ავტომანქანების ნახევარ არ მიდის და გზაზე მხოლოდ და მხოლოდ კამერა აჯარიმებს, რომელი გამართულად არც მუშაობს, საპატრულო ეკიპაჟს ექნება შესაძლებლობა, ხილული კვამლის შემთხვევაში ავტომანქანა გააჩეროს და დააჯარიმოს“ – აღნიშნა „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე, ვაჟა იორდანიშვილმა მედიაცენტრ მთავართან.“   

მსგავსი თემები