,,კეზერაშვილი არის ნამდვილი ოლიგარქი, კაცი, რომელიც მოვიდა არაფრით და გახდა ასეულობით მილიონი დოლარის მფლობელი”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა აქვთ ხელზე დახვეული და ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაცია უნდა გააკეთოს ქვეყანამ. საუბრობენ ოლიგარქებზე და აბსტრაქტული ოლიგარქების როლზე ჩვენს ქვეყანაში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური წლიურ ანგარიშს წარადგენს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,  დეოლიგარქიზაცის პრობლება საქართველოს არ აქვს.

„რეალურად, ვთქვა, რომ ეს უკრაინას უფრო ეხება, ვიდრე ჩვენ. ჩვენ საერთოდ, მსგავსი პრობლემა არ გვაქვს, არც გვქონია და არც გვექნება. ერთი გამონაკლისი მინდა ვთქვა, რეალური ოლიგარქები. ბატონი კეზერაშვილი. ვინ არის ბატონი კეზერაშვილი ? დღეს კეზერაშვილი არის ნამდვილი ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს სამივე ტელევიზიას: მთავარს, ფორმულას, ტვ პირველს და აფინანსებს მათ ხელფასებს და ყოველთვიურ დანახარჯებს, ბატონი კეზერაშვილი, მოპარული, ნაძარცვი ფულით. კითხვა რატომ არავის არ უჩნდება, მათ შორის, “იპიპის”  300 დეპუტატს. ეს კაცი იყო თავდაცვის მინისტრი და ბატონი გენერალი  დევი ჭანკოტაძე აქ არის და მისმენს, მან კარგად იცის რას ვიტყვი, ომის დროს კეზერაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი, მან კარგად იცის, რასაც ახლა მოვყვები. მთელმა ჯარმა ნახა გაქცეული თავდაცვის მინისტრი თავისი კოლონით. კეზერაშვილი როგორც კი წავიდა მთავრობიდან, როგორ მოახერხა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის აკუმულირება საკუთარ ანგარიშებზე. კითხვა არ გიჩნდებათ, მეგობრებო? კითხვა არ უჩნდებათ ჩვენს ვითომ ევროპელ მეგობრებს? აქ რომ ჩამოჰყავთ კუბილიუსი, კარლ ბილდტი, ფოტიგა და სხვები. კეზერაშვილის კომპანიას 1 მლრდ დოლარი ჰქონდა აუდიტირებული შემოსავალი. აუდიტის დასკვნის დოკუმენტი იქნა გამჟღავნებული 2013 წელს „დელოიტი და ტუშის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიში, ანგარიშგება ვნახეთ ჩვენ ყველამ. კეზერაშვილი კუთვნილ კომპანიას 1 მლრდ დოლარის ბრუნვა ჰქონდა 2012 წელს. კითხვას გისვამთ ახლა ყველას, აქ რომ ხართ და წარმოაჩენთ თითქოს ძალიან დიდი ევროპული დემოკრატიის მხარდამჭერები ხართ და მინდა მივმართო თქვენს ლობისტებს, როგორ ხდება, რომ თავდაცვის მინისტრი მიდის, კაცი, რომელიც მოვიდა არაფრით და გახდა ასეულობით მილიონი დოლარის მფლობელი. კეზერაშვილი არის ოლიგარქი.

სად თქვეს და ვინ თქვა, რომ ივანიშვილი არის მთავარი ოლიგარქი, ეს არის ტყუილი,” – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები