,,თუ პრეზიდენტს პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, მასაც შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა”- ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილს პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, მას შეუძლია შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები გადადგას. ნინო ლომჯარიას განმარტებით, პრეზიდენტს შეეძლო ვეტო დაედო იმ კანონებისთვის, რომელიც გაუმართლებლად მიაჩნდა.

,,მეც მაქვს შეკითხვები პრეზიდენტთან, იმიტომ რომ თუ ის თვლიდა, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და კანონები რისი მიღებაც მისი აზრით იყო გაუმართლებელი, მასაც შეეძლო ემოქმედა და ვთქვათ ან ვეტო დაედო ამ კანონებისთვის, ან მათ შორის როგორც იცით შეუძლია შეწყალების უფლების გამოყენებაც პრეზიდენტს და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მივმართე კიდევაც, რატომღაც მან არ ახსენა ის, რომ რეზოლუციაში ეს საკითხიც არის მოხსენიებული და გვერდი აუარა შეწყალების საკითხს. ამიტომ მე მაქვს მასთანაც შეკითხვები, ვთქვათ მისი მხრიდან რატომ არ იდგმება შესაბამისი ნაბიჯები რაც ჩაითვლებოდა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებად. რა თქმა უნდა, მას ბევრის გაკეთება არ შეუძლია, თუმცა რისი მანდატიც და შესაძლებლობაც აქვს, ვფიქრობ რომ, თუკი მას პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, მასაც შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი თემები