,,რუსეთმა შეწყვიტოს უაზრო ომი”- შარლ მიშელი

,,რუსეთმა შეწყვიტოს უაზრო ომი და პატივი სცეს გაერო-ს ქარტიას“- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტის ოფიციალურ გახსნამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შარლ მიშელი უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მოწოდებით გამოვიდა.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უნდა ვცადოთ დღევანდელი და ხვალინდელი შეხვედრის, ასევე „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში არაფორმალური კონტაქტების გამოყენება, რათა დავარწმუნოთ „დიდი ოცეულის“ ყველა პარტნიორი, უფრო მეტი ზეწოლა განახორციელონ რუსეთზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

 

მსგავსი თემები