,,სად ერეკლე და სად ქართული ოცნება”- გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით,  ერეკლე მეფის საკითხზე დისკუსია ხელოვნურად არის გამოწვეული.

„ფსევდოპატრიოტიზმი გვესმის, სად ერეკლე და სად “ქართული ოცნება”, ან სად საქართველოს ისტორია და სად “ქართული ოცნება”? გგონიათ სამშობლო უყვართ? თავიანთი თავი, ბევრი ფული და კორუფცია უყვართ, მეტი არაფერი, თორემ ასეთი დაჩაჩანაკებული არ იქნებოდა ქვეყანა. როცა არგუმენტი არ აქვს დარჩენილი მმართველ პარტიას, რაზე მიდის ხოლმე – ფსევდოპატრიოტიზმზე. გგონიათ ღარიბაშვილმა იცის ერეკლე მეფის ქმედებების შესახებ, ან სამშობლო უყვარს? მაშინ დღე და ღამე იშრომებდა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ჩვენს გულშემატკივრებს თავს კი არ დაესხმებოდა. ხალხი გიჟს ჰგავს, ნაბიჯი გადმოდგითო ეუბნებიან და ესენი პირიქით, თავს ესხმიან”, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები