პუტინი უკრაინაზე ახალ შეტევას თებერვალში ან მარტისთვის ამზადებს – მედია

”ბლუმბერგის” ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ახალი სამხედრო თავდასხმისთვის ემზადება.

გამოცემის ცნობით, თავდასხმა თებერვლის ან მარტის თვეში უნდა დაიწყოს და მისი მთავარი მიზანი იქნება, კრემლმა მოახდინოს იმის დემონსტრაცია, რომ რამდენიმეთვიანი უკან დახევის შემდეგ მათ სამხედრო ძალებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა ომის მიმდინარეობაში ინიციატივა გამოიჩინონ.

წყაროები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა შეიძლება მანამდე დაიწყოს, სანამ უკრაინა ევროპელი პარტნიორების მიერ დაპირებულ საბრძოლო ტანკებს მიიღებს.

პუტინი გეგმავს, რომ ახალი თავდასხმით ზეწოლა გაზარდოს კიევზე, რათა უკრაინული მხარე გარკვეულ ზავზე დაითანხმოს, რომლის მიხედვითაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები კვლავ რუსული კონტორლის ქვეშ დარჩებიან.

 

მსგავსი თემები