„ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არც ჩვენთვის და არც ქართული საზოგადოებისთვის”- ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის ანდრიუს კუბილიუსი და „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

„ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არც ჩვენთვის და არც ქართული საზოგადოებისთვის. ეს არის დაახლოებით იგივე, რომ გუბაზ სანიკიძემ და სალომე სამადაშვილმა რომ გააკეთონ ხვალ ერთობლივი განცხადება. არავითარი განსხვავება არ არის კუბილიუსსა და გუბაზ სანიკიძეს შორის, ასევე რასას და სალომე სამადაშვილს შორის. ისინი არიან „ნაცმოძრაობის“ ლობისტები, სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ მეგობრები და რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ მეგობარი საქართველოს მეგობარი ვერ იქნება“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინას და მოლდოვას.

„გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც არის ჩვენს ქვეყანაში და რომელიც იძლევა შედარების საშუალებას, მათ შორის უკრაინასთან და მოლდოვასთან. ჩვენ თუ შევადარებთ საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას უკრაინასა და მოლდოვას, ყველა პარამეტრით ვუსწრებთ ამ ორ ქვეყანას, „ნაცმოძრაობას“ ამაზე საუბარი არ მოსწონს, მაგრამ ეს რეალობაა. ასევე, არის პროგრესი, რომელიც ჩვენ განვიცადეთ 2012 წლიდან მოყოლებული. პროგრესი არის ფუნდამენტური. ორივე კრიტერიუმის მიხედვით, საქართველოს უალტერნატივოდ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და ამაზე ყველასთან გვექნება საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართავენ

მსგავსი თემები