,,პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამართული დებატების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავად გაყიდეს საკუთარი თავი.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც ვთქვი – ეს ადამიანები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ არ ახორციელებდნენ თურმე აგიტაციას კაბინეტებსა და დერეფნებში, რასაც ჩვენ ვამბობდით, რადგან ამაზე გვაქვს ინფორმაცია. რასაც ჩვენ ვამბობდით, ახლა სამი საათის განმავლობაში, პლენალურ სხდომათა დარბაზში ის დაამტკიცეს. საქართველოს პარლამენტში უკვე მესამე საათია, ისინი ამტკიცებენ იმას, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, თქვენ ძალიან კარგად ხედავთ სად არიან ისინი და სად არის ხელისუფლება, ძალიან მარტივად გაეცა ამ ყველაფერს პასუხი, თავად გაყიდეს საკუთარი თავი“, – აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი თემები