,,ცივი წყალი გადაესხა ოპოზიციის მტკიცებას, თითქოს ამერიკის საელჩო ჩადიოდა დანაშაულს” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული განცხადება იმის დადასტურებაა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ოპოზიცია იტყუებოდა. მისი თქმით, საელჩომ ოპოზიციას ცივი წყალი გადაასხა.

„ძალიან სწორი განცხადებაა, ზუსტად ისაა, რასაც ვამტკიცებდით ჩვენ. 2012 წლამდეც, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ იყო უმძიმესი რეჟიმი მათ შორის სასამართლოში, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერდა სასამართლო სისტემას და მხარდაჭერა დღესაც გრძელდება უკვე იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლო არის მთლიანად რეფორმირებული. რასაც ჩვენ ვამბობდით, ეს დაადასტურა ამერიკის საელჩოს განცხადებამ და ცივი წყალი გადაესხა ამით ოპოზიციის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ამერიკის საელჩო ჩადიოდა დანაშაულს, იბარებდა მოსამართლეს, ახორციელებდა ზეწოლას მოსამართლეზე, სასამართლოზე და ცდილობდა არაფორმალურ მმართველობას. ამ განცხადებით ცივი წყალი გადაესხა ოპოზიციის მტკიცებას ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით” – აშშ-ის საელჩო

მსგავსი თემები