ჯო ბაიდენი შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი შვედეთის პრემიერ-მინისტრსა და ფინეთის პრეზიდენტს მასპინძლობს. შეხვედრის თემა ალიანსში გაწევრიანების საკითხია.

შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონსა და ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოს აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლში მასპინძლობს. ჯო ბაიდენი ღიად აფიქსირებს, რომ ის მხარს უჭერს ამ ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი სამი ქვეყნის ლიდერი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

შეგახსნებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანება ხმაურის მიზეზი გახდა. კერძოდ, თურქეთი წინააღმდეგია, ეს ორი ქვეყანა ალიანსის წევრი გახდეს, რადგანაც მათ ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებს.

მსგავსი თემები