„ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ომი დასრულდება მაისში, მიამიტები არიან”- ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, ომი მაისში ან ერთ კვირაში ვერ დასრულდება. მისი თქმით, ფრონტზე არსებული სიტუაცია დამოკიდებული იქნება დასავლური შეიარაღების მიწოდებაზე.

„ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ომი დასრულდება მაისში ან ერთ კვირაში, მიამიტები არიან. ეს არის ძალიან რთული და მრავალკომპონენტიანი პროცესი, ჩვენი პარტნიორების დახმარება იარაღით არის დღეს საკვანძო მომენტი სიტუაციის განსაზღვრისთვის. იმის მიხედვით, თუ რისი მოწოდება და რა ვადებში მოხდება, სასწორი გადაიხრება ხან ერთ და ხან მეორე მხარეს“, – განაცხადა ალექსეი დანილოვმა.

 

მსგავსი თემები