საჰაერო იერიშს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში 20 ადამიანი ემსხვერპლა

რუსული მხარე დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებს უტევს. უკრაინის გაერთიანებული ძალების სამუშაო ჯგუფის განცხადებით,  დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში რუსული დაბომბვების შედეგად, 20 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა.

ცეცხლი რეგიონების 25 დასახლებას გაუხსნეს, მათ შორის 42 საცხოვრებელი კორპუსი და სკოლაა. რუსული ძალების მხრიდან თავდასხმები გრძელდება ქვეყნის დასავლეთ ტერიტორიებზეც.

ამასთან, საჰაერო იერიში განხორციელდა ოდესის ოლქში. საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დასავლეთ ნაწილში, პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარე სამხედრო ბაზაზე, სარაკეტო იერიში მიიტანეს. გვიან ღამით აფეთქება მოხდა ლვოვში.

 

მსგავსი თემები