,,მარიუპოლის დამცველებმა ბრძანება შეასრულეს და 82 დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის ძალებს იგერიებდნენ”- დენის პროკოპენკო

უკრაინულმა მხარემ ,,აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიიდან სამხედროების გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო. არსებული ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში  53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო გადაიყვანეს, ხოლო  211 ადამიანი ჰუმანიტარული დერეფნით ოლენევაკის მიმართულებით წაიყვანეს.

,,აზოვის” პოლკის მეთაური, დენის პროკოპენკო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, მარიუპოლის დამცველებმა ბრძანება შეასრულეს და ღირსეულად  იგერიებდნენ მოწინააღმდეგის ძალებს.

,,მარიუპოლის დამცველებმა ბრძანება შეასრულეს ყველა სირთულის მიუხედავად, 82 დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის ძალებს იგერიებდნენ და უკრაინის არმიას გადაჯგუფების, მეტი პირადი შემადგენლობის მომზადების და პარტნიორი ქვეყნებისგან მეტი შეიარაღების მიღების საშუალება მისცეს. ვერცერთი შეიარაღება ვერ იმუშავებს პროფესიონალურად მომზადებული სამხედროების გარეშე, რაც მათ არმიის ყველაზე ღირებულ ელემენტად აქცევს. სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით მარიუპოლის მთელი გარნიზონი ასრულებს უმაღლესი სამხედრო მეთაურობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს.

ყოველი მიღებული გადაწყვეტილება, ყოველი გეგმა, ყოველი ოპერაცია კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს. კრიტიკული აზროვნება ყოველთვის ბადებდა ეჭვს, ეჭვს მიღებულ გადაწყვეტილებების სისწორეში. ის არასოდეს გაცდენილა მიზეზს.

ბრძანება ყოველთვის რისკია. ომის დროს აბსოლუტურად უსაფრთხო გეგმები და ოპერაციები არ არსებობს. ყოველთვის რისკავ. მთავარია, გაიგო, გათვალისწინებულია თუ არა ყველა რისკი, არის თუ არა გეგმა ,,B”. სრულად ასრულებ თუ არა ამ გეგმას, რომელიც უნდა მოიცავდეს დაკისრებული მისიის შესრულებას და რაც შეიძლება მეტი პერსონალის სიცოცხლის გადარჩენას,”- განაცხადა ბატალიონ ,,აზოვის” მეთაურმა დენის პროკოპენკომ.

მსგავსი თემები