„პანდემია არ დასრულებულა, შესაძლოა, ახალ-ახალი შტამები გამოჩნდეს, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“ – ამირან გამყრელიძე „მედიაცენტრ მთავართან“

„პანდემია ჯერ არ დასრულებულა, არც ერთი ქვეყანა იყო მზად ასეთი დიდი გამოწვევისთვის“ – აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში. გამყრელიძის შეფასებით, მორიგი დიდი გამოწვევისთვის მზად უნდა ვიყოთ.

„გლობალური სამყარო უნდა მოემზადოს შემდგომი ასეთი პანდემიისთვის, რადგანაც, ანალიზმა აჩვენა, რომ სამწუხაროდ, მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთი ქვეყანა არ იყო მზად ასეთი დიდი გამოწვევისთვის. ამიტომ, ჩვენ, ყველამ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ქვეყანაში სიტუაცია მშვიდია,  ვართ მაღალი მოცვით ვაქცინის ქვეყანა, მოდების წერტილი ბევრია, სადაც შესაძლებელი ინფექცია გავრცელდეს. ამიტომ, მზადყოფნის რეჟიმი ერთ-ერთი მთავარი უნდა იყოს. ბევრი რამ ისწავლა კაცობრიობამ ამ ორი  წლის განმავლობაში, ბევრი გამოცდილებაც მივიღეთ და ეს უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ 21 საუკუნე, რომლიც არის გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების საუკუნე და ბევრი იქნება შესაძლებლობა მუტაციებისა და ახალ-ახალი ვირუსის შტამებისა, შესაძლებელია, კიდევ იყოს მსგავსი დიდი გამოწვევები, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები