,,რუსული არმია ამერიკის მაგალითს რომ მიჰყოლოდა, ჩვენ უკრაინას რამდენჯერმე გადავუვლიდით”- ვლადიმერ ჩიჟოვი

რუსული მხარის წარმომადგენელი ევროკავშირში, ვლადიმერ ჩიჟოვი აცხადებს, რომ უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მისი განმარტებით, რუსეთის განზრახვა უკრაინის ტერიტორიის დაპყრობა არ ყოფილა.

​ჩიჟოვი ფინეთისა და შვედეთს ნატო-ში გაწევრიანების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ალიანსში მათი მიღების შემთხვევაში რუსეთი შესაბამის ზომებს მიიღებს.

,,სამხედრო ოპერაცია გრძელდება გარკვეული სიჩქარით უკრაინაში სიტუაციის სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით, მათ შორის რუსეთის ჯარების და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოკავშირეების, ისევე, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით. რუსული არმია ამერიკისა და სხვა დასავლეთის ქვეყნების მაგალითს რომ მიჰყოლოდა, ჩვენ უკრაინას რამდენჯერმე გადავუვლიდით, მაგრამ ეს არასდროს ყოფილა განზრახვა. უნდა გავიმეორო, რომ რუსეთის განზრახვა არ იყო ტერიტორიის დაპყრობა უკრაინაში”- განაცხადა ვლადიმერ ჩიჟოვმა.

მსგავსი თემები