დიდმა ბრიტანეთმა, შვედეთმა და ფინეთმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, დიდი ბრიტანეთი შვედეთთან და ფინეთთან ახალ გარიგებებზე   შეთანხმდა. შეთანხმების თანახმად, პოტენციური თავდასხმის შემთხვევაში მხარეები ვალდებულები იქნებიან   ერთმანეთს სხვადასხვა გზით დაეხმარონ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, შეთანხმება შეიძლება გულისხმობდეს დაზვერვის ინფორმაციის გაზიარებას ან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას.

„ჩვენ მტკიცედ და ცალსახად ვუჭერთ მხარს როგორც შვედეთს, ასევე ფინეთს. ამ უსაფრთხოების დეკლარაციების ხელმოწერა ჩვენს ერებს შორის მარადიული გარანტიის სიმბოლოა,“– განაცხადა ბორის ჯონსონმა.

 

მსგავსი თემები