ძლიერი სეტყვა კახეთში – საგარეჯოს რამდენიმე სოფელში დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთები, სავარგულები და ვენახები

ძლიერმა სეტყვამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. სტიქიის შედეგად დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთები, სავარგულები და ვენახები. დაზიანდა შიდა საუბნო გზები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 13 აპრილს მომხდარი ძლიერი სტიქიის (ჭარბი ნალექი, სეტყვა, ქარიშხალი) შედეგად, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში: სოფელ დიდ და პატარა ჩაილურში, მანავში, შიბლიანში, კაკაბეთში, ყანდაურასა და ბადიაურში დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთები, სავარგულები და ვენახები. დაზიანდა შიდა საუბნო გზები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის დავალებით, ინფრასტრუქტურის სამსახურის შესაბამისი ჯგუფის მიერ მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა,”- ნათქვამია საგარეჯოს მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები