უკრაინამ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა

უკრაინამ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა,- აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ონლაინ ფორმატით ესაუბრა  და უკრაინის  მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის,  ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 თებერვალს ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. 8 აპრილს კიევში ვიზიტისას ევროკომისიის პრეზიდენტმა,  უკრაინის პრეზიდენტს კითხვარი წარუდგინა. კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა უკრაინამ 15 აპრილს დაასრულა.

მსგავსი თემები