“ახლა, ამ დღეებში, თქვენ იბრძვით ჩვენი ხალხისთვის დონბასში, რუსეთის უსაფრთხოებისთვის”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვის წითელ მოედანზე ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გამარჯვების აღლუმი იმართება. ვლადიმერ პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.

რუსეთი პრეზიდენტმა მოსკოვის წითელ მოედანზე რუს სამხედროებს განუცხადა, რომ ისინი უკრაინაში ომით ქვეყნის უსაფრთხოებას იცავენ.

“ახლა, ამ დღეებში, თქვენ იბრძვით ჩვენი ხალხისთვის დონბასში, ჩვენი სამშობლოს – რუსეთის უსაფრთხოებისთვის”- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, საზეიმო ღონისძიებაში დაახლოებით 11 ათასი სამხედრო მონაწილეობს. გამარჯვების დღის წინ რუსეთის საჰაერო ძალები წითელ მოედანზე რეპეტიციებით იყვნენ დაკავებულნი, მათ შორის ჰაერში Z უნდა გამოსახულიყო, რაც უკვე იქცა უკრაინაში რუსების სამხედრო შეჭრის სიმბოლოდ. თუმცა,გავრცელებული ინფორმაციით, აღლუმში უამინდობის გამო ავიაცია არ ჩაერთვება.

მსგავსი თემები