რუსეთში ხანძარია

რუსეთში კვლავ ხანძარია, ამჯერად ქვეყნის აღმოსავლეთში, კუნძულ სახალინზე თბოელექტროსადგური იწვის – აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ რეგიონის გუბერნატორის,  შეტყობინებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თბოელექტროსადგურს ცეცხლი დღეს დილით გაუჩნდა, მიზეზი ტურბოგენერატორის გათიშვა გახდა.

რუსეთის სახალინის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით,  30-მა თანამშრომელმა ცეცხლმოკიდებული შენობა უკვე დატოვა.

 

მსგავსი თემები