სკვერის ტერიტორიაზე დაუშვებელია ავტომობილების გაჩერება – თბილისის მერი

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭიროა მეტი რეკრეაციული სივრცის შექმნა. ამასთანავე, საჭიროა შემუშავდეს სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა, რათა გამწვანებული ტერიტორიები კვლავ ავტომობილების სადგომად არ იქცეს.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სატრანსპორტო პოლიტიკის საკითხზე მომდევნო კვირაში გაიმართება პრეზენტაცია, სადაც საზოგადოებას გააცნობენ იმ პროექტებს, რასაც დედაქალაქის მერია მომდევნო თვეების განმავლობაში გეგმავს.

“სკვერის ტერიტორიაზე შეუძლებელია ისევ ავტომობილების გაჩერება, ჩვენ ისე მოვაწყობთ სკვერს, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია იქნება”, – აცხადებს კალაძე.

​მისივე თქმით, თბილისის მერიას რამდენიმე მასშტაბური პროექტი აქვს დაგეგმილი, თუმცა, ცალკეული უბნების დონეზე მცირე პროექტების განხორციელებაც ძალიან მნიშვნელოვანია, რისთვისაც მადლობას უხდის მოსახლეობას, რომლებიც გამოეხმაურნენ მის ინიციატივას და უფუნქციო ავტოფარეხების ნაცვლად საერთო სარგებლობის მწვანე სივრცის მოწყობის მზადყოფნა გამოთქვეს.

“დარწმუნებული ვარ, კიდევ ძალიან ბევრი რაიონიდან გამოეხმაურებიან ამ წამოწყებას”, – აცხადებს თბილისის მერი.

 

მსგავსი თემები