„რუსეთი ცდილობს მოქალაქეები შიმშილის გზით გამოდევნოს“ – „ომის კვლევის ინსტიტუტი“

„ომის კვლევის ინსტიტუტი“ „აზოვსტალის“ ქარხანაში შეფარებულ სამშვიდობოებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საკმაოდ მძიმე ვითარებაში იმყოფებიან.  ორგანიზაციის კვლევით, რუსეთი ცდილობს მარიუპოლის „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში დარჩენილი ადამიანები შიმშილის გზით გამოდევნოს ტერიტორიიდან.

ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსულმა მხარემ „მწვანე დერეფანი“ გახსნას და მშვიდობიან მოქალაქეებს ქალაქის დატოვების უფლება მისცეს. მათივე ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს მარიუპოლზე აქტიურ შეტევას და ცდილობს შექმნას პირობები საოკუპაციო მთავრობის შესაქმნელად.

მსგავსი თემები