უკრაინაში დაღუპული მებრძოლი ჩამოასვენეს

უკრაინაში 16 აპრილს დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე საქართველოში ჩამოასვენეს. მისი გადმოსვენება პოლონეთის დედაქალაქის გავლით მოხერხდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველი მებრძოლის ცხედარს ახლობლები და უცნობი ადამიანები საქართველოსა და უკრაინის დროშებითა ანთებული სანთლებით დახვდნენ.

რაც შეეხება კიდევ ორ დაღუპულს – ზაზა ბიწაძესა და ალიკა ცაავას, მათი  საქართველოში გადმოსვენება ხვალ იგეგმება. სამივე მებრძოლს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

რუსეთ-უკრაინის ომს ცხრა ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

მსგავსი თემები