შოიგუმ პუტინს მოატყუა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ რუსულ ძალებს 3-4 დღე დასჭირდებათ მარიუპოლში ,,აზოვსტალის” ფოლადის ქარხნის ასაღებად.

კრემლში პუტინთან შეხვედრაზე, რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ თქვა, რომ “დარჩენილი ნაციონალისტები და უცხოური ბატალიონები დაბლოკილი” არიან ,,აზოვსტალის” ქარხანაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, შოუგუ იტყუება. ქალაქს ამ დრომდე იცავენ უკრაინული ჯარები.

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ  მიკოლაევის საზღვაო ქვეითებმა და “აზოვის” პოლკმა მარიუპოლის პორტიდან 500-მდე სასაზღვრო მოსამსახურისა და პოლიციის თანამშრომლების ევაკუაცია წარმატებით განახორციელეს და “აზოვსტალის” ტერიტორიაზე შეიყვანეს.

მსგავსი თემები