ბუჩაში ადამიანების ხოცვას სერგეი ლავროვი „ფეიკთავდასხმას” უწოდებს

“ვითარება  ბუჩაში,  ეს არის ინსცენირება, რომელსაც სოციალური ქსელებით დასავლეთი და უკრაინა ავრცელებენ”, – ასე აფასებს რუსეთის საგარეო მინისტრი ადამიანთა მასიურად დახოცვის ფაქტები, რომელიც ოკუპანტებმა ბუჩაში ჩაიდინეს.

ლავროვი ამ კადრების დადგმაში უკრაინას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი პროვოკაციაა. საგარეო მინისტრი გაეროს უშიშროების საბჭოსაც მიმართავს და ბუჩაში არსებულ მდგომარეობაზე სხდომის ჩანიშვნას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ, მას შემდეგ რაც უკრაინელმა სამხედროებმა ბუჩა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს, ადგილზე უმძიმესი ვითარება დახვდათ, ასობით დახოცილი ადამიანი და გაუპატიურებული ქალები. დახოცილებს ხელ-ფეხი ჰქონდათ შეკრული, დააჩოქეს და ისე ჩაცხრილეს. ქალაქი სავსეა გვამებით. ქუჩებში ათეულობით გაჭყლეტილი მანქანა იპოვეს, რომლებსაც ტანკების ადამიანებიანად გადაუარეს.

ამ წუთებში, ბუჩაში უკრაინის პრეზიდენტი ჩავიდა, რომელიც ვითარებას ადგილზე ეცნობა.

ხელები შეუკრეს, კედელთან დააჩოქეს, დაასახიჩრეს და შემდეგ დახოცეს – ოკუპანტების სისასტიკე უკრაინაში

მსგავსი თემები