აშშ, სტრატეგიული მარაგიდან რეკორდული რაოდენობის ნავთობს გასაყიდად გამოიტანს

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას „არამეგობრულ ქვეყნებთან“ დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული პრეზიდენტი კონკრეტული ქმედებით პასუხობს. კერძოდ, ჯო ბაიდენ აცხადებს, რომ აშშ სტრატეგიული მარაგიდან რეკორდული რაოდენობის ნავთობს გასაყიდად გამოიტანს.

საუბარია პუტინის განკარგულებაზე, რომელიც მიხედვითაც, დღეიდან „არამეგობრული ქვეყნები“ ვალდებულები არიან, რუსულ ბანკში რუბლის ანგარიში გახსნას და გაზი რუბლით იყიდონ.

„ფასები სწორედ  ვლადიმერ პუტინის ქმედებების გამო იზრდება, მომარაგება საკმარისი არ არის. თუ გვჭირდება გაზის ფასების შემცირება, ნავთობის მიწოდება უნდა გავზარდოთ“ – აცხადებს პრეზიდენტი.

პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ შტატები  სტრატეგიული მარაგიდან რეკორდული რაოდენობის ნავთობს გასაყიდად გამოიტანს.

„დღეს გავეცი ნებართვა, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში სტრატეგიული მარაგიდან   მილიონი ბარელი ნავთობი გაიტანონ ბაზარზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები