პრეზიდენტმა ზელენკიმ უკრაინელ გენერლებს ჩინი ჩამოართვა

„შემთხვევითი გენერლების ადგილი აქ არ არის“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტ, რომელმაც  ორ უკრაინელ გენერალს უმაღლესი სამხედრო წოდება ჩამოართვა.

„კიდევ ერთი გადაწყვეტილება მივიღეთ ანტიგმირებთან დაკავშირებით. ახლა არ მაქვს დრო, რომ ყველა მოღალატეს გავუსწორდე, მაგრამ თანდათან ყველა დაისჯება. ის სამხედრო ოფიცრებს შორის, რომლებსაც ვერ გადაუწყვეტიათ, სად არის მათი სამშობლო, რომლებიც არღვევენ უკრაინელი ხალხის წინაშე დადებულ ერთგულების სამხედრო ფიცს, აუცილებლად ჩამოერთმევათ უმაღლესი სამხედრო წოდებები. შემთხვევითი გენერლების ადგილი აქ არ არის!“ – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

გენერლობა ჩამოერთვათ უკრაინის უშიშროების სამსახურის შიდა უსაფრთხოების მთავარი დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ნაუმოვ ანდრეი ოლეხოვიჩსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს ხერსონის ოლქში, კრივორუჩკო სერგი ალექსანდროვიჩს.

მსგავსი თემები