„არავითარი სტალინგრადი კალენდარში არ გვაქვს“ – კრემლი

“კრემლი დადებითად აფასებს, რომ უკრაინულმა მხარემ დაიწყო თავისი წინადადებების კონკრეტული ფორმულირება” – აცხადებს პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი.

პესკოვი ეხმაურება მედიის განცხადებებს, რუსეთის უკრაინიდან გასვლის შესახებ და ამბობს, რომ მოლაპარაკებებით პროფესიონალები არიან დაკავებულები, რუსული მხარის პოზიცია კი ყველასთვის ცნობილია.

„არავითარი სტალინგრადი კალენდარში არ გვაქვს და არც უნდა იყოს. მთავარია , ემოციებისგან თავის შეკავება. მოლაპარაკებებით პროფესიონალები არიან დაკავებულები, მათ უნდა ვენდოთ. რუსული მხარის პოზიცია კარგადაა ცნობილი, ის ლოგიკურია, გააჩნია გამჭვირვალე საფუძველი და ეს პოზიცია არ შეცვლილა“ – აღნიშნა პესკოვმა.

მსგავსი თემები